“დიდოსტატის მარჯვენა”, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს…”- დადუმაძე

შალვა თადუმაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურორთა კონფერენცია კონსტანტინე გამსახურდიას საკითხით გახსნა.

ის გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ პარლამეტში მოსმენას და პროკურორებს მიმართა.

„ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა თადუმაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენდნენ, რომან გოცირიძემ მას დაუსვა კითხვა – „ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა“. თადუმაძის პასუხი იყო – „არ ვიცი“.

პოპულარული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
"ორშაბათ დილას ნინო გიორგობიანი არ იქნება მოხსნილი და რეალურ მიზეზს დავწერ რატომ ვერ ელევა მინისტრი!" - ელისო კილაძე
2 კვირის წინ ჩადენილი დანაშაული და მძიმედ დაჭრილი 23 წლის ბიჭი - დაკავებული "ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილია
დაწერე კომენტარი