სტეფანე: – „ძალიან დიდი ჰონორარი შემომთავაზეს მოსკოვში სოლო კონცერტის სანაცვლოდ“

სტეფანე მღებრიშვილი

„არ გეგონოთ პათეტიკური და ქულების დამწერი პოსტი. უბრალოდ უკვე მეათედ გადაამოწმეს და მინდა დავწერო.
რაღაც კონცერტი ტარდება მოსკოვში, სადაც სხვა ქართველი მომღერლები გამოდიან და მათ შორის მეც მივიღე შემოთავაზება. იგივე კონცერტიდან სამი სხვადასხვა ადამიანი დამიკავშირდა , სხვადასხვა ბიუჯეტით , რაზეც გასაგები მიზეზების გამო უარი მიიღეს! მას შემდეგ უკვე მერამდენედ უკავშირდებიან ჩემს კოლეგებს და ჩემს სახელს უხსენებენ მოსკოვში წამსვლელთა სიაში! არასდროს არ თქვა არასდროს, მაგრამ მოსკოვში ნამდვილად არ მივდივარ სამღერად! ეგ კი არა და, ჩემმა მეგობრბმა იციან, სოლო კონცერტს ხან სად მთავაზობენ და ძალიან სერიოზული ხალხი და ხან სად(რუსეთში) აქამდე არ მიმარიაჟია ამით, რომ უარს ვამბობ გამუდმებით. მაგრამ ეხლა გამოსავალი არ დამიტოვეს. ძვირფასო “კოლეგებო” , მე მაგ კონცერტში არ ვიქნები, არავითარ შემთხვევაში. წარმატებებს გისურვებთ!“

ეს პოსტი სტეფანე მღებრიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ჩვენ მომღერალს დავუკავშირდით.

– სტეფანე, შენი სტატუსი ვნახე, ვის ეუბნებოდნენ, რომ შენც მონაწილეობ ამ კონკურსში?

– ვერ ვიტყვი მაგას. გუშინ შემხვდა ჩემი კოლეგა შემთხვევით სპორტდარბაზში და მკითხა, შენ ხომ მიდიხარ იმ კონცერტზეო. უკვე მესამე იყო ვინც მითხრა და ამიტომ დავწერე.

– ვინ მიდის ამ კონცერტზე მოსკოვში, ინფორმაცია გაქვს?

– არა. მე ვინც მკითხა, ის არ მიდის.

– სად ტარდება კონცერტი?

– მოსკოვში, მაგრამ ზუსტად სად არც მიკითხავს, არ დავინტერესებულვარ.

– შეიძლება გკითხო, რა ჰონორარს გთავაზობდნენ?

– სხვადასხვა ზარზე სხხვადასხვა იყო ჰონორარის ოდენობაც. სოლო კონცერტის ჩატარებაში ძალიან დიდი ჰონორარი შემომთავაზეს, დედას გეფიცები ძალიან ბევრი საერთო მეგობარი ჩართეს ამაში. უბრალოდ ვერავის ვერ დავასახალებ, ულამაზო გამოვა ჩემგან.

– როდის ტარდება კონცერტი, რომელზეც წერდი?

– რიცხვი არც მიკითხავს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ჩატარდება და 10 ქართველი მომღერალი იქნება ამ კონცერტზე.

– რუსეთში მოღვაწე თუ საქართველოში?

– ორივე კატეგორია იმღერებს მაგ კონცერტზე.

primetime.ge

loading…

პოპულარული

თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
"ოცნების" ყველა შიდა კვლევით გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს 12%-იანი უპირატესობით იგებს!"- რას გეგმავს ხელისუფლება
დაწერე კომენტარი