დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში დიდი ჯიხაიშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება. ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი, რის შემდეგაც დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“- ს კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

cyc

დიდი ჯიხაიშის ქუჩის ფართობი 10 010 კვ.მ-ია. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 1 475 500 ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, მთლიანად გაიამართება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა – ახლით იცვლება 3 900 გრძივი მეტრი წყალსადენის მაგისტრალური მონაკვეთი და წყალარინების 2 500 მეტრი სიგრძის ქსელი. ასევე მონტაჟდება ევროსტანდარტების ჩამკეტ-მარეგურებელი ურდულები და ჭები.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მარტში დაასრულებს.

15936566_1170737553043376_5393599243960415861_o-copy

რეკლამა

დაწერე კომენტარი