დიდი წმენდა TV იმედში – არხიდან ნანა ლეჟავასთან ერთად ირაკლი ჩიხლაძესაც უშვებენ

ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომლები “ნიუპოსტთან” პირად საუბრებში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ არხს უახლოეს პერიოდში ახალი საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეყოლება. ამ თანამდებობაზე ნანა ლეჟავას ჟურნალისტი ინგა დადიანი შეცვლის. როგორც დილით ვწერდით, ლეჟავა არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ამიტომ მოსალოდნელია რომ ჟურნალისტმა “იმედი” ხმაურით დატოვოს.


რაც შეეხება TV იმედის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას – “ქრონიკას“ 20:00 საათზე ლევან ჯავახიშვილი სავარაუდოდ ხატია ქვათაძესთან ერტად წაიყვანს, რომელიც „იმედში“ „მაესტროდან“ გადავიდა.

ამასთან „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, არხი შესაძლოა ირაკლი ჩიხლაძესაც დაატოვებინონ, რომელიც „ახალი კვირისა“ და „პირისპირის“ ავტორი და წამყვანია.

მოსალოდნელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით „იმედში“ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ნიუპოსტი

პოპულარული

კარასინი საქართველოს 3 პირობას უყენებს და უმაღლეს დონზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე საუბრობს
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
„მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!“- რა კავშირი აქვს "რუსთავი 2"-ს და ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას
"13 წლის გოგოს წელში მოხრილს დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო... ორი პატარა ბიჭი ბალახებს გლეჯდა, დაქირავებულები ვართო"
დაწერე კომენტარი