დიდი ცვლილებები შსს-ში – ვის დატოვებს გახარია?

შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს მედიისთვის კომენტარს არ გააკეთებს. “პირველი რადიოს” ინფორმაციით მინისტრი დღის მანძილზე მოადგილეებს, დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრის სამი მოადგილიდან თანამდებობებს დატოვებენ მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი, რაც შეეხება კიდევ ერთ მოადგილეს შალვა ხუციშვილს, რომელიც სამინისტროს საპარლამენტო მდივანიცაა, მან შესაძლოა თანამდებობა შეინარჩუნოს. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს რეგიონებში.  სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ალადაშვილი, სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი,  სამინისტროს ეკონომკური დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ გაგოშიძე და სხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობები შესაძლოა დატოვონ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა დავით ნატრიაშვილმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხვადაგიანმა. “პირველი რადიოს” ინფორმაციით, შეიცვლება საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსიც.

loading…
გააკეთე კომენტარი!