დიდი ცვლილებები “ნაციონალურ მოძრაობაში” – ვინ რა თანამდებობას დაიკავებს პარტიაში

MELIA NAYOFIA.PNG

პოლიტსაბჭოს სხდომა ენმ-ში – მედიის ინფორმაციით, ნიკა მელია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგება, თუმცა დარჩება პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე. ამასთან, ნიკა მელია შეითავსებს თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს. ამ თანამდებობაზე იგი ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.

მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნოს კობა ნაყოფია. ასევე, აღმასრულებელი მდივნის პოსტზე განიხილება პეტრე ცისკარიშვილი.

ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა, რომ პარტიაში დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე შიდა სტრუქტურული ცვლილებებია დაგეგმილი, რაც მისივე თქმით, შეიძლება, შეეხოს ნებისმიერი თანამდებობის პირს.  

“ნებისმიერი შიდა სტრუქტურული გადაადგილება პარტიაში, რასაც ვადასტურებ მეც, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება, მიმართულია მხოლოდ პარტიის გაძლიერებისკენ”, – განაცხადა ანი წითლიძემ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი