დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მერიის წარმომადგენელი დააკავეს

ბორკილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშა ფ. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საერთო ჯამში 2400 კვადრატული მეტრი, 3 მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 7000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

„2018 წლის 20 მარტს, ლაშა ფ-მ, ხსენებულ მოქალაქეს, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, 7000 აშშ დოლარი ერთ-ერთ ბანკში, მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე ჩაარიცხინა. 2018 წლის 30 მარტს, ლაშა ფ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი