დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი-მიხეილ სააკაშვილი

მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.  სასულიერო პირის თქმით, მას იმედი  აქვს, რომ სააკაშვილი გამობრძანდება ციხიდან:

“მე მინდა თქვენც ყველას მოგიწოდოთ, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება, იმითი, რომ ჩვენ ყველანი, მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავენ საერთო ენას და ჩვენც ყველა გამოვნახოთ საერთო ენა”,-თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი