დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის დახურვის შესაძლებლობას განიხილავს

ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის დახურვის შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

მედიაში წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობას, რომელიც  ლონდონის ჩრდილოეთ რაიონში მდებარეობს, ბრიტანეთის მთავრობაში „ჯაშუშების ბუდედ“ განიხილავენ.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, კრემლს კიდევ სამი ბაზა აქვს დიდ ბრიტანეთში – საელჩო, გენერალური საკონსულო და უძრავი ქონება ლონდონის მიმდებარე საგრაფოებში.

დიდ ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ ბრიტანეთმა სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. დასავლურმა ქვეყნებმა რუსი დიპლომატები გააძევეს. აღნიშნულ დიპლომატიურ ქმედებას რუსეთმაც უპასუხა და “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადა ამ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულების თანამშრომელები.

loading...

პოპულარული

ერთიანი ოპოზიცია ოლიგარქის დასამარცხებლად ახალ ფრონტს ხსნის: 2020-ის არჩევნებზე თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია
მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა - ქეთევან ქარდავას პასუხი ლავროვსა და ზახაროვას
"დახმარება გვჭირდება"- აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა ტროლებთან გასაგზავნი შეტყობინება, შეცდომით ჟურნალისტების ჯგუფში ჩააგდო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები კორონა ვირუსის თავიდან ასაცილებლად
დაწერე კომენტარი