„დიდება უფალს, ცეცხლს უვნებლებმა გამოვასწარით“ – გიორგი გილიგაშვილს სახლი დაეწვა

მომღერალ გიორგი გილიგაშვილს სახლი დაეწვა. ამ ინფორმაციას „პრაიმტაიმთან“ თავად მომღერალიც ადასტურებს. როგორც მან გვიამბო, ხანძრის გაჩენის დროს ის სახლში თავის უმცროს და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა.

„ძლივს გამოვასწარით ცეცხლს. დიდება უფალს, ყველა გადავრჩით“ – ამბობს მომღერალი.

მისივე თქმით, მას მერიისთვის კომპანესაციაზე არ მიუმართავს.

„დიდება უფალს. ეს ჩვენი განსაცდელი იყოპ და სიხარულით და უდრტვინველად უნდა დავითმინოთ“, – განაცხადა მომღერალმა „პრაიმტაიმთან“ და იმედოვნებს, რომ სახლს ისედაც ააშენებს, მთავარია მისი ოჯახის წევრები უვნებელი გადარჩნენ.

ხანძრის სავარაუდო მიზეზად მომღერალი დენის გაყვანილობაში მოკლე ჩართვას ვარაუდობს და იხსენებს, რომ ცეცხლი სახლს ელვის სისწრაფით მოედო. 

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ეს დღეები ის და მისი ოჯახის წევრები მეგობრებთან ცხოვრობენ.

გიორგი გილიგაშვილი ოჯახთან ერთად საბურთალოზე კერძო სახლში ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
primetime.ge

დაწერე კომენტარი