ოკუპირებულ ცხინვალში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ვიზიტს ამზადებენ

ვიზიტი

ოკუპირებული ცხინვალის  დეფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ პეტრე გასიევმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას პირველ ე.წ ვიზიტს ამზადებენ

„აფხაზი ხალხის ლიდერის ვიზიტი ჩვენი სახელმწიფოების მეგობრული ურთიერთობის დადასტურება იქნება“ – განაცხადა გასიევმა.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ვიზიტის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.

მიმდინარე წლის 7 ივლისს კი, ოკუპირებულ აფხაზეთში ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იმყოფებოდა. ე.წ. ვიზიტის დროს 2017-2018 წწ. „ერთობლივი კონსულტაციების“ გეგმა დაამტკიცეს.

 

loading…
loading…
გააკეთე კომენტარი!