დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნებიდან გარიცხეს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით პარტიამ განცხადება გაავრცელა.

შავი ჩაი ასკილით

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. „ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე“ – აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი”, – წერია ქართული ოცნების განცხადებაში.

პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძე ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე კრიტიკული განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მისამართით.

16 ივლისს, ჭიჭინაძემ კობახიძე შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. “თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ მან ისეთი კომპრომისები დაუშვა, რის გამოც ხალხია დახოცილი, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის – ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე და თანამდებობიდან გადადგე”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

18 ივლისს კი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის 17 ივლისის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც კობახიძემ დეპუტატის ინფორმაციას არასწორი უწოდა.

“თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ. აქამდე ვიცოდი, რომ ის იყო კონსტიტუციის ავტორი, ამას იჩემებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, თურმე მთავრობა არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მიწის არგაყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივები იყო, საბანკო ჩანაწერების გასწორებასთან დაკავშირებით – ჩემი და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის. გამოდის, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად იბრალებს იმას, რაც არ გაუკეთებია. ჩემთვის გაუგებარია, თუ ამ კონსტიტუციას კვირიკაშვილის კონსტიტუცია ჰქვია და ერთ ადამიანზეა მორგებული, მაშინ გამოდის, რომ კონსტიტუცია არასწორად მიგვიღია”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

ირაკლი კობახიძემ შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით თქვა, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის “ხისტმა პოზიციამ“ უმრავლესობას სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა და ეს სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. ამასთან, კობახიძემ ლიბერტარიანული მიდგომების არსებობა გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი