დენის პროკოპენკო ვიდეომიმართვას ავრცელებს – “აზოვი” დაღუპული გმირების საპატიო წესით დაკრძალვას ითხოვს

პროკოპენკო

“აზოვის” პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო ვიდეომიმართვას ავრცელებს და “აზოვსტალიდან”, მძიმედ დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციის დეტალებზე საუბრობს: 

cyc

“უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის მებრძოლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ბრძანება გასცა. მძიმე ბრძოლებისა და იერიშების დროს, სულ 3 მოთხოვნა გვქონდა. ესენი იყო, მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა, დაჭრილებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და დაღუპულების გასვენება. მოქალაქეების გაყვანა მოხერხდა. დაჭრილმა სამხედროებმა სამედიცინო დახმარება მიიღეს, ისინი  ტყვეთა გაცვლის პროგრამისა და უკრაინელების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის პირობით გაიყვანეს.

რაც შეეხება დაღუპულ მებრძოლებს, პროცესი გაჭიანურდა, თუმცა ვიმედოვნებთ რომ უახლოეს მომავალში დასრულდება, რათა დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებმა და მთელმა უკრაინამ თავის გმირები შესაბამისი პატივით დაკრძალონ.” ამბობს პროკოპენკო.

რეკლამა

დაწერე კომენტარი