დემოკრატებმა კონგრესში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს

ტრამპი ანონიმურ ბრალდებებს აგრესიით პასუხობს

აშშ-ს კონგრესში წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა.

პროცედურის დაწყება დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატალეფონო საუბრის გარშემო არსებულ სკანდალს უკავშირდება. დემოკრატები, რომლებიც ქვედა პალატას აკონტროლებენ, დონალდ ტრამპს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

„წარმომადგენლობითი პალატა იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ გამოძიებას იწყებს. მითითებას ვაძლევ ექვს კომიტეტს, რათა საკუთარი გამოძიება ჩაატარონ“,- განაცხადა პელოსიმ.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილება. მისი შვილი ჰანტერ ბაიდენი 2014-2019 წლებში კომპანია ბურისმაში დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ყოფილმა გენპროკურორმა ვიქტორ შოკინმა კომპანიის მფლობელის, ნიკოლაი ზლოჩევსკის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უკრაინის ხელისუფლებამ ბურისმას საქმე 2017 წელს დაასრულა და ვერანაირი დარღვევა ვერ გამოავლინა.

შოკინის საქმიანობით დასავლეთში ბევრი ლიდერი იყო უკმაყოფილო, რადგან ამბობდნენ, რომ ის კორუფციას არასათანადოდ იძიებდა. 2015 წლის დეკემბერში კიევში ვიზიტისას ჯო ბაიდენმა შოკინის გათავისუფლებაც მოითხოვა. საბოლოოდ გენპროკურორი თანამდებობიდან 2016 წელს გადააყენეს.

წარმომადგენლობით პალატას იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად მხოლოდ ხმათა უმრავლესობა სჭირდება. თუმცა ამის შემდეგ პრეზიდენტის საკითხს სენატი განიხილავს და იქ უკვე იმპიჩმენტისთვის ხმების ორი მესამედია საჭირო. კონგრესის ზედა პალატაში უმრავლესობას დონალდ ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები წარმოადგენენ. 

პოპულარული

გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა - სასამართლომ განხილვა დაასრულა
"კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ წამიყვანეო..." - ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ტრაგედია ხაშურში - მშობიარე ქალი ჩვილთან ერთად დაიღუპა
დაწერე კომენტარი