“დეკანოზი მამალაძე წარმოუდგენელი უსამართლობის მსხვერპლია” – დავით ჯანდიერი მსჯავრდებულს შეხვდა

დეკანოზი გიორგი მამალაძე

იურისტი დავით ჯანდიერი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ე.წ. ციანიდის სამეზე მსჯავრდებულ დეკანოზს შეხვდა.

შავი ჩაი ასკილით

როგორც ჯანდიერმა სასულიერო პირის მონახულების შემდეგ განაცხადა, “დეკანოზი გიორგი მამალაძე უსამართლობის მსხვერპლია”.

„არ შემეძლო წარმომედგინა როგორც იურისტს ის სიღრმეები, დაფარული საკითხები, რომლებიც ამის უკან შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ადამიანი არის წარმოუდგენელი უსამართლობის მსხვერპლი და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს უსამართლობა. ამ თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა თავისი ექსკლუზიური უფლება შეწყალების გამოიყენოს, მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მამა გიორგი მამალაძემ და მან საქმის ადამიანისუფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნის შესახებ ისაუბრეს.

იმ შემთხვევაში თუ საქმესტრასბურგში გაიგზავნება, დავით ჯანდიერი მზადაა ევროპულ სასმართლოში დეკანოზისინტერესები დაიცვას.

loading…

პოპულარული

"ზუსტად 20 წლის წინ" - ფოტო, რომელზეც უამრავ ცნობილ ადამიანს ამოიცნობთ
„მე ვაძლევ ხმას გრიგოლ ვაშაძეს, ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიცურმა ძალამ“ - თაკო ჩარკვიანი
სამეფო წყვილი პირველობას არ თმობს - მეგან მარკლის მორიგი შესანიშნავი გამოჩენა (ფოტოები)
შოკისმომგვრელი აღმოჩენა - მეგობრებმა შესაძლოა თქვენი სიკვდილი იწინასწარმეტყველონ
დაწერე კომენტარი