დევნილი მოსახლეობა სოზარ სუბარს შეხვდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ჯაბა ჯიშკარიანის შუამდგომლობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ამავე რაიონის დევნილ მოსახლეობას შეხვდა,  მათი პრობლემები პირადად მოისმინა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას დაპირდა.

cyc

დევნილმა მოსახლეობამ მინისტრს, ძირითადად, განსახლებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თხოვნით მიმართა.

როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა აღნიშნა, შეხვედრა მთაწმინდის, სოლოლაკისა და ვერის დევნილ მოსახლეობასთან, კერძოდ, ზუბალაშვილებისა და ამაღლების ქუჩების, ასევე ოქროყანის, წავკისისა და კოჯრის მაცხოვრებლებთან გაიმართა.

მისივე თქმით, შეხვედრას ის დევნილებიც ესწრებოდნენ, რომლებიც საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილდნენ და უშუალოდ შესახლების პროცესს ელოდებიან.

დღესვე დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები გააცნო.

შეხვედრას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გაიმართა, ჯაბა ჯიშკარიანის სამაჟორიტარო ბიუროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

thumb2_4y2323fpbvs34d1 (ასლი)cgsv25p0gd59r3e (ასლი)

რეკლამა

დაწერე კომენტარი