„დევისის თასის“ ოფიციალურ კენჭისყრა

გიორგი ალიბეგაშვილი და გიორგი ტყემალაძე „დევისის თასის“ ოფიციალურ კენჭისყრას დაესწნენ

cyc

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე „დევისის თასის“ ოფიციალურ კენჭისყრას დაესწრნენ.
ღონისძიება, რომელიც საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გახსნა და კენჭისყრაში მონაწილეებს წარმატება უსურვა.
როგორც კენჭისყრის შედეგად დადგინდა, საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ ერთეულთა მატჩს 3 თებერვალს ფინეთის ნაკრების მეორე ნომერთან ეერო ვასასთან გამართავს.
„დევისის თასზე“ საქართველოს ნაკრების ღირსებას კი ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, ზურაბ ტყემალაძე და ვაჟა შუბლაძე დაიცავენ.
ფინეთთან გამარჯვების შემთხვევაში კი, პირველ ზონაში გადასასვლელად საქართველოს ნაკრები ლიტვა-მადაგასკარს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფის შეხვედრები საქართველოსა და ფინეთს შორის 3-5 თებერვლს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

რეკლამა

დაწერე კომენტარი