“დევიდ კრამერის მიმართ გამოთქმული შენიშვნები სწორია… კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი კომპეტენცია” – გია ვოლსკი

ვოლსკი

“ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი გუშინ საერთაშორისო კონფენციაზე დევიდ კრამერსა და ირმა ინაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და კრამერს აკრიტიკებს.

მისი თქმით, გამოთქმული შენიშვნები სწორია, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი კომპეტენცია

„ვფიქრობ, კრამერის მიმართ გამოთქმული შენიშვნები სწორია, რომ მან მოთმინება დაკარგა. სათუო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი კომპეტენცია. რატომღაც ამერიკელ დიპლომატად მოიხსენიებენ, რაც ტყუილია. ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, ამერიკა საქართველოს მიმართ თავშეკავებული და კორექტულია, მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც შესაძლოა, მის პოლიტიკურ პოზიციებს არ პასუხობს. საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე ამ ინციდენტს არ უმოქმედია” – აღნიშნა ვოლსკიმ.

დაწერე კომენტარი