დედის გინება და შეურაცხყოფა ნიკა მელიას მისამართით – (ვიდეო)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ჩავიდა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მას სხდომათა დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლვდნენ. საბოლოოს მელია დარბაზში შევიდა, თუმცა სხდომა არ ჩატარდა. დეპუტატს სავარაუდოდ “ოცნებიოს” წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ბორჯომის საკრებულო არის ერთადერთი საკრებულო, სადაც ქართულმა ოცნებამ ვერ დააკომპლექტა მისი სურვილისამებრ კომისიები, ვერ აირჩია საკუთარი საკრებულოს თავმჯდომარე და ა.შ. და ა.შ. მათ შესაბამისად, ოპოზიციურმა გაერთიანებამ, როპმელმაც დააკომპლექტა უმრავლესობა, უარი უთხრა ქართული ოცნების აქტივს, რომელიც დასაქმებულია ბორჯომის მერიაში, რომ მათ გაეზარდოთ ხელფასი, გაუორმაგდეთ ხელფასი. მეორე მცდელობა აქვთ, რომ ძალით, ხელების გადაგრეხვით აიძულონ დემოკრატიული გზით არჩეული საკრებულოს წევრები მოაწერინონ ხელი იმაზე, რასაც არ თვლის წარმომაგდენლობითი ორგანო, რომ ეს არის გასაკეთებელი. მთელი ქართული ოცნების აქტივი აქ არის მობილიზებული, რა თქმა უნდა სუს-ის ხელშეწყობით და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით და გამოკეტილი ჰყავთ საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები ოპოზიცირუი პარტიებიდან … არ მინდა ამ საკიხით სპეკულიერბა, მაგრამ როგორ არ გავიხსენო. ახალგაზრდა ბიჭი არჩილ ტატუნაშვილი არის მოკლული ვერაგულად და მთელმა სახელმწიფომ სამი დღის განმვალობაში სახლში ვერ გადმოვუსვენეთ ეს ახალგაზრდა საკუარ დედ-მამას და ამ დროს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რას აკეთებს ხედავთ” განაცხადა ნიკა მელიამ.

 

პოპულარული

უცნაური საახალწლო ტრადიციები, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიოძეს წიხლი დაარტყა
საპროტესტო ხსნარი - რა ნივთიერება გამოიყენეს პარლამენტში, რომელიც ევაკუაციის მიზეზი გახდა
სუპერსექსუალური სტილი და ახალი იმიჯი - ნუცას ფოტოები, რომლებმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა
დაწერე კომენტარი