დედა სიდონია მეუფე პეტრეს მხრიდან საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარს მიესალმება

დედა სიდონია მეუფე პეტრეს განცხადებით გაკვირვებულია. მისი თქმით, შესაძლოა, ბევრი სასულიერო პირის დიდი მოლოდინია, რომ ეკლესიამ ასეთ პრობლემებზე საუბარი გახსნილად დაიწყო.

cyc

მეუფე პეტრემ გადაცემა არჩევანის ეთერში საპატრიარქოს შიგნით არსებულ პრობლემებსა და შრენა თეთრუაშვილთან დაკავშირებულ გარიგებებზე ისაუბრა.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თავშეკავებაა საჭირო იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გავიგებთ, ესა თუ ის იერარქები, რომელზედაც ახლა საუბარი იყო, თვითონ რეფერანტი ქალბატონი, არის ღვთისმშობლისგან მოვლენილი საქართველოს ეკლესიის სადარაჯოზე, რომ მან ბევრი პრობლემა აარიდოს საზოგადოებას, თუ თვითონ ეკლესიას და მე მგონი, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, უფრო რაღაც მიმართულება ავიღეთ, რომ ეს არის უფრო მავნე პროცესი… ძალიან სამწუხაროა, რომ ინსტიტუტის ირგვლივ ამდენი ხმაურია, რომელიც დღენიადაგ უნდა ქადაგებდეს ქრისტეს სახარების სწავლებას, ქრისტიანობას, სიყვარულს. უნდა ემსახურებოდეს თავის ერს,“ – განაცხადა დედა სიდონიამ.

მისი განცხადებით, საპატრიარქოში არაპროგრესული მიდგომები არის, თუმცა აღნიშნავს, რომ როდესაც საპატრიარქოზე საუბრობს, ყველას არ გულისხმობს, რადგან ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი განათლებული და კეთილსინდისიერი მოღვაწეა.

წყარო: რუსთავი2

რეკლამა

დაწერე კომენტარი