შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაწმენდილია და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
ღამით მოსული უხვი ნალექის გამო „თბილსერვის ჯგუფმა“ წყნეთში, კოჯორში, კიკეთსა და ბეთანიაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განაახლა და ტექნიკური მარილი დაყარა.
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.