“დედას გაქცეული ბიჭი ეძებდა თბილ ადგილს…”-რა დაწერა 15 წლის შალვამ დედაზე თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე

„პრაიმტაიმს“ ხელში ჩაუვარდა თემა, რომელიც 15 წლის მარტვილელმა ბიჭმა, თვითმკვლელობამდე 1 კვირით ადრე დაწერა. მე-9 კლასს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ნაწარმოების „მოგზაურობა აფრიკაში“, მხატვრული ანალიზის დაწერა დაავალა.

შალვა ნაჭყებიამ თემაში აქცენტი დედაზე გააკეთა. 

 „….დედას გაქცეული ბიჭი ეძებდა თბილ ადგილს, რასაც ოჯახი ჰქვია. შიგნით სიცარიელეა, იატაკზე აგდია მისი მკლავმოგლეჯილი დათუნია, რომელიც სიმბოლოა მისი წართმეული და დასახიჩრებული ბავშვობის… არც ერთი ომი ამ ქვეყნად არ არის გამართლებული, ომში გამარჯვებული ერთი მხარეა, მოგებული კი არცერთი…”,- წერს შაკო ნაჭყებია.

მე-9 კლასელი მოსწავლის დამრიგებელი ხათუნა ფირცხალავა „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ შაკო ნაჭყებია კლასში გამორჩეული მოსწავლე იყო.

„მისი სხარტი გონება 10 ბავშვის ტვინს უდრიდა,გარდაცვალებამდე დაწერა ამ ნაწარმოების შემაჯამებელი ფაბულა. ის რაც მას სტკიოდა და აწუხებდა… იგი სკოლის გარდა ფიზიკურადაც მუშაობდა“, – თქვა კლასის დამრიგებელმა.

მარტვილში გარდაცვლილ მოზარდს დღეს დაკრძალავენ. იგი მამასა და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ მეზობლები უყვებიან, დედამ ჩვილი ბავშვები დატოვა და მას შემდეგ არავის უნახავს. მათივე ინფორმაციით, დედა აფხაზეთში ცხოვრობს.
primetime.ge

პოპულარული

Tv Formula: შაქარაშვილი უგონო მდგომარეობაში მყოფი, თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს
"კაწრო" მონაწილეობდა არა მკვლელობაში, არამედ ჩაფარცხვაში და ამას 3 წყარო ადასტურებს - ნიკა გვარამია
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
2 კვირის წინ ჩადენილი დანაშაული და მძიმედ დაჭრილი 23 წლის ბიჭი - დაკავებული "ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილია
"თუ წარმოვიდგენთ, რომ მაშინ რუსული ტანკები თბილისში შევიდოდნენ, პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც დღეს არის ივანიშვილის პორობებში" - ალექსანდრე დუგინი
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
"ნახალოვკელი დაჯგუფების" მსხვერპლები ალაპარაკდნენ - შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებმა ერთი წლის წინ, ორი ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტეს
ქურდული სიმბოლიკა ბოლო ზარის მაისურზე - "ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა"
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი