„დე­და­მი­სი ივა­ნიშ­ვილ­თა­ნ მი­ვი­და, ბი­ძი­ნაც კი მე­სა­უბ­რა ამ თე­მა­ზე. ცოტა უკან დავიხიეთ, მეტს ნუღარ ელიან” – რა ხდება ბუსა ჟვანიას ირგვლივ

ჟვანია-თოფაძე

ბუსა ჟვა­ნი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 24 სექ­ტემ­ბერს უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს­თვის გა­და­ი­დო. ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს სა­კუ­თარ სახ­ლში დაჭ­რეს, რა­შიც ბრალ­დე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი ბუსა ჟვა­ნია. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

და­ზა­რა­ლე­ბულ ლე­ვან თო­ფა­ძის ბა­ბუ­ა გოგი თო­ფა­ძე საუბრობს, თუ რა­ტომ გა­და­ი­დო სა­სა­მარ­თლო პროცესი

“ლე­ვა­ნი ისევ ისეა, სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ცხე­ნა ფეხ­ში ისევ არ აქვს შეგ­რძნე­ბა. ჩა­წყნარ­დეს ყვე­ლა­ფე­რი და სა­დღაც 2 თვის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ა­ში უნდა წა­ვიყ­ვა­ნო. ნუ ნერ­ვი­უ­ლობს ბუ­სას დედა, რო­მელ­საც გა­სა­გე­ბია, აწუ­ხებს თა­ვი­სი შვი­ლის ამ­ბა­ვი. იცით, რომ მას და­ნა­შა­უ­ლის­თვის 7-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და. რად­გან ახალ­გაზ­რდა კა­ცია, უკან და­ვი­ხი­ეთ, ახლა კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იც­ვლე­ბა ალ­ბათ და 3-დან 6 წლამ­დე სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბა.

დე­და­მი­სი 1-2-ჯერ იყო ჩემ­თან მო­სუ­ლი და ვუ­თხა­რი, – კი­ნა­ღამ ბავ­შვი მო­მიკ­ლა-მეთ­ქი… ღა­მის 5 სა­ათ­ზე შე­მო­ვარ­და, მე-4 სარ­თულ­ზე ავარ­და, ატე­ხა ბათ­ქა-ბუთ­ქი, ძლივს გა­დარ­ჩა ლე­ვა­ნი­კო, სამი დღე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო. სა­სა­მარ­თლო 24 სექ­ტემ­ბერს უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ახლა ნო­ემ­ბერ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. კი ბა­ტო­ნო, იყოს, მაგ­რამ მეტს ნუ­რა­ფერს ელი­ან. დე­დას “ვუ­ნა­მი­ო­კე”, ეყო­ფა, რაც ჩა­ი­დი­ნა შენ­მა შვილ­მა – მეთ­ქი. რამ­დე­ნი კაცი უნდა დაჭ­რას კი­დევ, 3-დან 6 წლამ­დე იყოს ცი­ხე­ში. იჯ­დეს, მოჭკვი­ან­დე­ბა.

დე­და­მი­სი ივა­ნიშ­ვილ­თა­ნაც მი­ვი­და, ბი­ძი­ნაც კი მე­სა­უბ­რა ამ თე­მა­ზე. ჯო­ბია, დრო­ზე და­ვამ­თავ­როთ ეს ამ­ბა­ვი, გა­და­ე­ცით, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა უფრო გა­ურ­თულ­დეს საქ­მე. რამ­დენ­ჯერ გა­და­დე­ბენ სა­სა­მარ­თლოს? ვი­ღა­ცებს რე­ვენ და ალ­ბათ ამი­ტომ დე­ბენ პრო­ცესს. ჩემ­გან მეტს ნუ­რა­ფერს ელი­ან. საკ­მა­რის დათ­მო­ბა­ზე წა­ვე­დით, მა­გათ კიდე გა­ა­მარ­თლონ უნ­დათ, ასე არ გა­მო­ვა!”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

სრულად იხილეთ: ambebi.ge

დაწერე კომენტარი