დები ზარანდიებისა და სერგო კაპანაძის უკანასკნელი კადრები – როგორ ცდილობენ 13 ივნისის სტიქიისგან თავის დაღწევას (ვიდეო)

13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის გამზრდელი ბებია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსში“ დები ზარანდიებისა და მისი შვილიშვილის უკანასკნელ გზაზე საუბრობს.

მისი თქმით, ერთ-ერთ ვიდეოში, სწორედ სერგი,ლიზა და ინდირა ჩანან, რომლებიც სტიქიისგან თავის დაღწევას ცდილობენ.

შეგახსენებთ, სერგო კაპანაძე სტიქიის დროს დებ ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, დები ზარანდიები რამდენიმე დღეში გარდაცვლილები იპოვეს, სერგო კაპანაძეს კი ამ დრომე უშედეგოდ ეძებენ.

13 ივნისის სტიქიის შედეგად, სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სწორედ, მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ვერეს ხეობას 23 მარადმწვანე, განსაკუთრებული ჯიშის ხე შეემატა. 

პოპულარული

რიკოთზე მომხდარი საზარელი ავარიის ვიდეოკადრები
გააგრძელებს თუ არა გიორგი გაბუნია "რუსთავი 2"-ზე მუშაობას - პაატა სალიას განცხადება
რუსებმა მამისონსა და როკის გვირაბში დესანტი გადასხეს
თსუ-ს საპატიო დოქტორი, რომელმაც სტრასბურგში რუსთავი 2-ს ვერდიქტი გამოუტანა, აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად მიიჩნევს
დაწერე კომენტარი