დახურულ შეხვედრაზე გახარიამ ე.წ. გადატრიალების საქმის მთავარ მტკიცებულებად პარლამენტში დაშვებული საშვები წარადგინა

გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი ექსპერტებს და ანალიტიკოსებს ჟურნალისტების გარეშე, დახურულ ფორმატში შეხვდა და 20 ივნისის სისხლიანი ღამის დეტალებზე ესაუბრა. სწორედ ამ შეხვედრაზე გააცნო გახარიამ ექსპერტებს ე.წ. გადატრიალების სქემაც.

შეხვედრაზე მან წარადგინა ე.წ. გადატრიალების საქმის მთავარი მტკიცებულება, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტში დიდი რაოდენობით დაშვებული საშვებია.

ექსპერტების თქმით, გიორგი გახარიამ მათ კონკრეტული რიცხვებიც კი დაუსახელა, თუ რამდენ საშვს წერდნენ დეპუტატები 20 ივნისს. 

„ერთ-ერთი ინდიკატორი იყო, ფაქტობრივად, გაათმაგებული რაოდენობით საშვების გამოწერა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მან ციფრებიც კი დაასახელა, რომ საშუალოდ დღეში თუ, მაგალითად, რომელიმე პარტია 2-3 საშვს უშვებდა, ამ შემთხვევაში დეპუტატები ახდენდნენ 10 და მეტი საშვის დაშვებას. მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ ციფრს მიიღებდა, დავუშვათ, რომ 30-40-მა დეპუტატმა 10-20 ადამიანი რომ შეიყვანოს, გამოდის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შიგნით. ეს იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რის გამოც მიიღეს ის ზომები, რაც მიიღეს,“ – განაცხადა ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ.

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი