„დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე და მის კადრებზე”

„დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე და მის კადრებზე”- ასე აფასებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯოდმარე რომაგ გოცირიძე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას.

შავი ჩაი ასკილით

„დაწყებულია პირდაპირი დევნა კვირიკაშვილზე და მის კადრებზე და ეს იმიტომ, რომ მან გაბედა სულ მცირედი ურჩობა ბიძინა ივანიშვილისადმი. დღეს უკვე აბსურდიც კი დააბრალეს, თურმე საქართველოში, რაც კი რამე აფეთქებები მოხდა აი ამ მაღაროში და სხვაგან, ეს ყოფილა კვირიკაშვილის ბრალი. არ ამბობენ, რომ ის მთავრობა, რომელსაც დააბრალეს დღევანდელი უბედური შემთხვევა, ფაქტობრივად, მთელი შემადგენლობით არის აქ. გარდა კვირიკაშვილისა და ჯანელიძისა, რომელსაც საგარეო სფერო აქვს. ინფრასტრუქტურას არავითარი კავშირი იმასთან არ აქვს და ქუმსიშვილი, რომელიც ეკონომიკაში იყო. გამოდის, რომ ესენი ყოფილან დამნაშავეები, ვინც დარჩნენ“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ირაკლი კობახიძემ, ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობამ სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი