“დაჩოქილი ვეხვეწები ყველა სასულიერო პირს, კარგად გააანალიზონ საფრთხეები და ის თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ისე იმოქმედონ” – გიორგი გოგოლაძის მიმართვა

გიორგი გოგოლაძე

კორონავირუსის საფრთხე და ეკლესიის დამოკიდებულება ინფექციასთან ბრძოლაში – “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გოგოლაძე კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმაურება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მადლობას უხდის მედიკოსებს, ჯარს, პოლიციას, ჟურნალისტებს და შეცდომების მიუხედავად მთავრობასაც ინფექციასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის და აცხადებს, რომ სწორედ მათი დამსახურებაა, ის, რომ საქართველო ბევრ ქვეყანაზე უკეთესად უმკლავდება ეპიდემიას.

გოგოლაძე გამარტავს, რომ ერთადერთი ქვეყანა, ვისაც აღიზიანებს საქართველოს ასეთი ბრძოლისუნარიანობა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია. მისი თქმით, სწორედ რუსეთმა აამუშავა ყველა მისი ჩანერგილი რესურსი, იმოქმედა რელიგიურ გრძნობებზე.

ამასთან, პოლიტიკოსი თხოვნით მიმართავს ყველა სასულიერო პირს, კარგად გააანალიზონ საფრთხეები, გააცნობიერონ ის თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ისე იმოქმედონ.

“ეს სიჯიუტე თუ აპოკალიპსის, მოწამეობრივი აღსასრულის დასაწყისია, განაცხადოს ვისაც აქვს ამის თქმის უფლება და როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, მეც მზად ვარ დავთმო ყოველივე ამ წუთისოფლის სიკეთე და თუ უფლის ნება იქნება, დაე ჩემი სხეული ბოლო ჟამის მხეცის საჯიჯგნად იქცეს!!!
თუმცა ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის პოზიცია, დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე შემდეგია:- დღეს საქართველო ბევრ ქვეყანაზე უკეთესად უმკლავდება პანდემიას! რისთვისაც დიდი მადლობა ექიმებს, პოლიციას, ჯარს, ჟურნალისტებს ბევრი შეცდომების მიუხედავად მთავრობას და ყველა იმ სტრუქტურას თუ ინდივინდს, ვინც ამ პროცესშია ჩართული!
ვის არ აწყობს ეს? და ვის სურს გამოიყენოს ეს საქართველოს სახელმწიფოს ჩამოსაქცევად? -ჩემი პასუხია რუსეთს! დიახ რუსეთს, რომელიც ძალიან გაბრაზებულია საქართველოს ასეთი მედგარი წინაღმდეგობით პანდემიასთან და ყველა მისი ჩანერგილი რესურსი აამუშავა. იმოქმედა რა უფაქიზეს რელიგიურ გრნობებზე. რამოდენიმე “კგბ-შნიკმა” სასულიერო პირმა აიყოლია (დაარწმუნა რა აპოკალიპსის ნიშნების გამოჩენაში და ქართული ეკლესიის მთავარ, წამყვან როლში ამ ყოველივესთან ბრძოლაში) გულწრფელი, ქრისტეს სიყვარულით და ქადაგებით გულანთებული, ღვთის მოშიში და მისი სიტყვის მქადაგებელნი და მივიღეთ სიტუაცია, რომელიც რუსეთის მთავარ ამოცანას- საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაქრობას- კატალიზატორად მოემსახურება. ეს “გაურკვევლობა”, აუცილებლად საღი აზრის გამარჯვებით უნდა დამთავრდეს!
დაჩოქილი ვეხვეწები ყველა სასულიერო პირს, კარგად გააანალიზონ საფრთხეები და ის თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ისე იმოქმედონ!

დიდება უფალს!!!” – წერს გოგოლაძე.

loading...

პოპულარული

რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
ამცირებს თუ არა BCG ვაქცინა კორონავირუსის რისკს – რას აცხადებს პაატა იმნაძე
COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი ინფექციური კლინიკიდან ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, ტესტირების გარეშე გაუშვეს ?!- ახალგაზრდა სკანდალურ დეტალებს ყვება
"კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა და მეზობლების დაავადების მაღალი რისკი" - თერჯოლა სავარაუდოდ, საკარანტინე ზონად გამოცხადდება
დაწერე კომენტარი