ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – სინაგოგაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

Hავდასხმა ებრაულ სალოცავზე კალიფორნიაში – სანდიეგოსსინაგოგაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ტერაქტი ებრაული დღესასწაულის პასექის ბოლო დღეს მოხდა, როდესაც მორწმუნეები შაბათის ლოცვაზე იყვნენ შეკრებილები. არის მსხვერპლიც. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი, დაშავდა კიდევ 3 ადამიანი. პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. ის 19 წლის ჯონ ერნესტი აღმოჩნდა. მან თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ინტერნეტში ანტისემიტური შინაარსის წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა რომ დანაშაულის ჩადენა მას 2018 წელს პიტსბურგის სინაგოგაზეთავდამსხმელმა შთააგონა, რომელმაც 11 ადამიანი მოკლა. დაგეგმვა კი ახალი ზელანდიის მეჩეთებში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაიწყო. ღია წერილში ის ისრაელის მხარდაჭერისთვის დონალდ ტრამპსაც აკრიტიკებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სინაგოგაზე თავდასხმას რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული უწოდა და აღნიშნა, რომ დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

პოპულარული

ტრაგედია გორში - 2 წლის ბავშვი, რომელსაც მამამ მანქანით გადაუარა გარდაიცვალა
გახარიას დამალული რუსული კვალი - საიდუმლო დოკუმენტები
ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
ბარბარე რაფალიანსის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი კარტების გახსნას იწყებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი