დაფუძნდა „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია“

დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია

13 ნოემბერს დაფუძნდა „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია“, რომლის თავმჯდომარედაც არჩეულ იქნა საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, პოლიტიკის ექსპერტი – ანალიტიკოსი ბ-ნი გელა კვაჭანტირაძე. ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა: „საქართველო-კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“, „საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია“, „საქართველო აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარების ფონდი“; ასოციაციაში გაწევრიანდნენ გამოცდილი ექსპერტები, ახალგაზრდა სპეციალისტები და ა.შ.

როგორც „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ – გელა კვაჭანტირაძემ განაცხადა, ასოციაციის შექმნის მთავარი მიზანია ქვეყნის დემოკრატიზაციის, სუვერენიტეტის დაცვის და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე პროცესებში აქტიურად მონაწილეობა – ქვეყნის განვითარების ევროპული და ევროატლანტური არჩევანის დაცვა!

მისი განცხადებით, ქვეყანაში დღეს გვაქვს საკმაოდ კრიტიკული, ფეთქებადსაშიში სიტუაცია, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს (არანაკლებ 60 %-ს) არ გააჩნია ნდობა არც მოქმედი ხელისუფლების და არც ოპოზიციის მიმართ. ამიტომ, „ თავისუფალ ექსპერტთა ასოციაცია“ თავს მოიაზრებს ერთგვარ საკომუნიკაციო ზეპარტიულ პლატფორმად, რომელიც ითანამშრომლებს როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან, რათა მიღწეულ იქნას მიმდინარე პროცესებში საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა და პროდასავლური, დემოკრატიული ძალების საერთო ფრონტის კიდევ უფრო გაფართოება.

არჩევნებთან მიმართებაში „თავისუფალ ექსპერტთა ასოციაციის“ მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას და სამართლიანი არჩევნების კულტურის დამკვიდრებას. „თავისუფალ ექსპერტთა ასოციაცია“ არ აპირებს პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნას და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას. „ჩვენ არ ვაპირებთ ვიქცეთ რომელიმე პარტიის პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილად. დამოუკიდებლობა და ობიექტურობა – ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა“ – აცხადებს „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ბ-ნი გელა კვაჭანტირაძე!

პოპულარული

ზოდიაქოს 3 ნიშნიშნისთვის 2020 წელი ძალიან რთული იქნება - მიხეილ ცაგარელი
“დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი…” – მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს
კალიფორნიის სანაპიროზე ათასობით "პენისის თევზი" გამოირიყა
ტაქსის მძღოლმა ჩაძინებული მგზავრი გააუპატიურა
დაწერე კომენტარი