„ოპერატორმა დაუშვა შეცდომა, ის ჩამოშორებულია საქმიანობას“ – ქუმსიშვილის თქმით გუდაურის ინციდენტი ადამიანური შეცდომა იყო

გუდაურში 16 მარტს მომხდარი ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც საბაგირო დაზიანდა და დაშავდნენ ტურისტები – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ოპერატორის მიერ დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია:

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითონ საბაგირო იყო აბსოლუტურად გამართული, მისი მომსახურება იყო ცატარებული სწორად, გარდა ამის მინდა ვტქვა, რომ ყველა დანარჩენი საბაგირო არის აქბსოლუტურად გამართული და მათი მომსახურება და შემოწმება ხდება დროულად და სწორად. იმ ამოღებული ცანაწერებიდან, რომლის ამორების საშუალებასაც იძლევა თვითონ მოწყობილობაში ჩამონტაჟებული მეხსიერება, ჩვენ დავადგინეთ, რომ 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ, ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და უნდა მოეხდინა აღნიშნულის აბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, სადანაც ისინი ცამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.

სამწუხაროდ დღეს არსებული დასკვნის მიხედვით ოპერატორმა დაუშვა შეცდომა, ქმედებათა ერთობლიობა რომელიც მან განახორციელა, არ იყო ტანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში, შესაბამისად ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი.

ჩვენ გვაქვს აღნიშნული დასკვნა, რომელიც გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უნდა დადგეს. ჩვენი მხრივ ოპერატორი რომელიც იქ იყო ჩამოშორებულია ამ საქმიანობას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მას მიმართა მთის კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა.

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი