“დატოვოს საკრებულო ამაზრზენმა საჯარო მოხელემ ერეკლე კუხიანიძემ” – აქცია თბილისში

კუხიანიძე

თბილისის საკრებულოსთან „ქართული ოცნების“ დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისს მსგავსი სამარცხვინო დეპუტატი არ უნდა ჰყავდეს და მას უფლებამოსილება დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეს.

“მოვითხოვთ, თბილისის საკრებულო თავისივე განცხადებით დატოვოს არამზადა და ამაზრზენმა საჯარო მოხელემ. მან შეურაცხყოფა მიაყენა თითოეული ჩვენგანისთვის საამაყო, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს. მას არც მორალური, არც პოლიტიკური და აღარც ადამიანური უფლება აღარ აქვს რომ თბილისის საკრებულოში დარჩეს,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო პროცედურის დაწყებას გეგმავს საკრებულოს ოპოზიცია.

ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ იდიოტები უწოდა. ასევე ცნობილია მისი პრორუსული განცხადებებიც.

დაწერე კომენტარი