დარწმუნებული ვარ ხვიბლიანის თანამონაწილეობაში, ინდიკატორები ამას ამტკიცებს – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ზუგდიდში მომხდარი ძარცვისას, ერთ-ერთ მძველაზე, დავით ხვიბლიანზე წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის ტერორისტია. გავრამია წერს, რომ ვალდებულებისამებრ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

“დავით ხვიბლიანი ჯარისკაცია, ბიბლიოთეკარი თუ მეწისქვილე, საერთოდ არ მადარდებს. წყარომ მომცა ინფორმაცია, რომ ტერორისტია. პირნათლად შევასრულე ჩემი ვალდებულება და პატრულს ვაცნობე. აბა მე ხომ არ დავიწყებდი გამოძიებას და ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას. პლიუს ამას, ინფორმაციის დამალვა დანაშაულია, რომელსაც ნამდვილად არ ჩავიდენ, ვის რა წარმოდგენაც არ უნდა ქონდეს ხვიბლიანზე”, – წერს ნიკა გვარამია.

დაწერე კომენტარი