“დარწმუნებული ვარ თვითონ ივანიშვილიც ჩაწერილი და გამოტანილია უკვე, სისტემაა ასეთი და იმიტომ”

ივანიშვილი

“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე დარწმუნებულია, რომ “თვითონ ივანიშვილიც  ჩაწერილია”.

იგი ამბობს, რომ სწორედ “ქართული ოცნების” დროს მოხდა ყველაზე დიდი რეპუტაციული შეტევა პატრიარქზე და ეკლესიაზე:

“დარწმუნებული ვარ თვითონ ივანიშვილიც  ჩაწერილი და გამოტანილია უკვე, სისტემაა ასეთი და იმიტომ!

ასე რომ, სანამ “ქართული ქართოცნება” ისევე არ დაისჯება, როგორც წინა ხელისუფლება დაისაჯა,

სანამ პასუხს არ მოვთხოვთ სათითაოდ ველა დამნაშავეს და მთელ სისტემას, ყოველ დღე უარესი მოხდება.

 ერთი და იგივე ხალხი აკეთებდა და  აკეთებს მთელ ამ სიბინძურეს

“ოცნებამ” ხომ ყველაზე უმსგავსო, უსახური ადამიანების ხროვა შეყარა ძველებიდან, ვინც იქაც აფუჭებდა საქმეს და აქაც აფუჭებს.

და აი ამ მონების გამო ჩვენი რწმენის და ეკლესიი დაზიანება  არასოდეს გვეპატიება.

 რადგან თუ რამემ  თმოიტანა ჩვენი ქვეყანა საუკუნეებია, ეს ჩვენი რწმენაა.

 ამიტომ, ჩვენ, ხალხმა უნდა გადავტეხოთ და ისე უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, აღარავის მოუნდეს ამის გამეორება!
 ფაქტია, სწორედ “ქართული ოცნების” დროს მოხდა ყველაზე დიდი რეპუტაციული შეტევა პატრიარქზე და ეკლესიაზე. ცოცხალ ადამიანს თანამესაყდრე დაუნიშნეს, ფარული მოსმენები, ჩაწერები, უღირსების აღზევება…

თორემ მიშას დროს,  პატრიაქს ანგარიშსაც უწევდნენ, მის შეწყალებასაც ითვალისწინებდნე.  გარეთ უსამართლობა რომ მძვინვარებდა, ხალხიც შვებას ეკლესიაში პოულობდა.” – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი