პაატა იმნაძე: თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში!

იმნაძე კორონაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით,  კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები მიმართული იყო შიდა გადაცემის პრევენციისკენ. მისივე განცხადებით, ახლა ყველაფერი მოსახლეობაზეა დამოკიდებული და თუ ხალხი არ დარჩება სახლში, მაშინ ინფექციის გავრცელება გაგრძელდება.

„ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში! აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი რა? რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა ქვეყნაში – დღეს უკვე იმ ეტაპზე შევდივართ, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ინფექცია არ გაჩერდება“, – განაცხადა იმნაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 85 შემთხვევაა დაფიქსირებული, კარანტინის რეჟიმში – 4 641 იმყოფება, სტაციონარში კი 239 პაციენტს აკვირდებიან. ამასთან ერთად, გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი.

loading...

პოპულარული

პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი