“იქ დარჩენილ “კოლეგებს” ფეხებზე კიდიათ დავალიანებებით გამოყრილი ხალხი” – ნიკა გვარამია რუსთავი2-ში დარჩენილ კოლეგებს მიმართავს

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ნანუკა ჟორჟოლიანის და ნოდარ მელაძის ფინანსური დარღვევები :))))))) ბუღალტრები იყვნენ ეტყობა და მე არ ვიცოდი.

ამ არხს უკვე აღარც პატრონი ყავს და არც სინდისი. ჯერ ხომ იქ დარჩენილ “კოლეგებს” ფეხებზე კიდიათ დავალიანებებით გამოყრილი ხალხი, ვისთანაც ჯერ კიდევ მუშაობდნენ. მერე ჟურნალისტურად უმაღლეს სიმაღლეებს შეწვდნენ და კომენტარიც არ ითხოვეს. თუმცა ბიძინას ხელფასზე რომ დაჯდები და არხის ისტორიაში პირველად რუსული გავლენის ქვეშ მოექცევი და ამეებს შეირგებ, იმას მაღალი კი არა და, რამენაირი სტანდარტით არც უნდა მიუდგე.

ps რაც შეეხება აუდიტის დასკვნას და ჩივილს. თუ მე მიჩივით, სასამართლო დაივიწყეთ. ჩემთან კონტრაქტს ჩახედეთ და ამოიკითხავთ – ლონდონის არბიტრაჟი. იქვე ჩემი შემხვედრი მოთხოვნა იქნება დაყენებული 5 მილიონ დოლარზე. ხოდა ვინ რას მოიგებს, როცა მურუსიძის მადლი ვეღარ დაგფარავთ, დაგანახვებთ

loading...

პოპულარული

ერთიანი ოპოზიცია ოლიგარქის დასამარცხებლად ახალ ფრონტს ხსნის: 2020-ის არჩევნებზე თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია
უმძიმესი კადრები სამტრედიიდან, სადაც ავარიას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ვიდეო)
რუსმა პორნოვარსკვლავმა მართლმადიდებლობაში შეტანილი წვლილისთვის პუტინისგან ჯილდო მიიღო
უმძიმესი ავარია სამტრედიის შესასვლელთან - დაღუპულია ხუთი ადამიანი
დაწერე კომენტარი