დაპირისპირება ბახმაროში – სასრიალო ტრასების გამო გერმანელი და ჩეხი ტურისტები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დაპირისპირება ტურისტებს შორის კურორტ ბახმაროში. გერმანელი და ჩეხი სტუმრები ერთმანეთს სასრიალო ტრასების გამო დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი გაუკვალავ თოვლში სრიალის გამო მოხდა. გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირებული მხარეები უკვე გამოიკითხნენ. მომხდარზე ინფორმაცია არ აქვს კურორტის დირექტორს.

დავით საჯაიას თქმით, დეტალების გარკვევას რამდენიმე დღეში გერმანული ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელის საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეეცდება.

დაწერე კომენტარი