“დანით მისდევდნენ მუცელი აქვს გაფატრული და ნაწლავები აქვს გადმოყრილი…” – რა გახდა “ქურდული გარჩევის” მიზეზი სენაკში

სენაკში კოსტავას ქუჩაზე აკაკი გვასალია ცივი იარაღით დაჭრეს.

თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ უძღოდა “ქურდული გარჩევა”, რომელშიც აკაკი გვასალიაც მონაწილეობდა. მათივე თქმით, დაჭრილი ავტომობილით გაქცევას ცდილობდა, ხელკეტებითა და დანებით შეიარაღებული ჯგუფი დაეწიადა მანქანა ხელკეტებით ჩაუმსხვრიეს და დანით ჭრილობები მიაყენეს.

“ერთი მძიმედაა დაჭრილი, ნაწლავები გადმოყრილი ჰქონდა, დანებით იყვნენ აბა მეტი რითი უნდა გაფატრო ადამიანი ესე სასწაულად, დუბინკებით ამტვრიეს მანქანა, რომელსაც წამოეწიენ… მანამდე ყოფილა ქურდული გარჩევა, ვიღაც ნაცემი ყოფილა და პარკში ამის გარჩევა მიდიოდა” – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

დაჭრილი მამაკაცი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

loading…

პოპულარული

ევროპის ჩემპიონის ცემის სკანდალი - ვეტერანი სპორტსმენები გეგეშიძის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებენ და საკითხის შესწავლას ითხოვენ
21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ლენინის მუმიის დამარხვა რუსეთში პროტესტებს გამოიწვევს - პუტინის მრჩეველი
მამაკაცს, რომელსაც ქართველმა ექიმებმა სიმსივნე დაუდგინეს, ტუბერკულოზი აღმოაჩნდა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი