რემკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე – ორი მამაკაცი დანით დაჩეხეს, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაშია

პოლიცია

შაბათს სამგორში მკვლელობა მოხდა. 28 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, 25 წლის მამაკაცი მოკლა, ხოლო მისი თანმხლები პირი დანით დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი ეჭვიანობა გახდა, რაც ტრაგიკული შედეგით დასრულდა. ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე კი კლინიკაში მოათავსეს.

შემთხვევის ადგილას მდებარე მაღაზიის გამყიდველი აცხადებს, რომ მათ რაიმე განსაკუთრებული ხმაური ან ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მისი თქმით, მათ მხოლოდ ავტომობილის სწრაფად წასვლის ხმა გაიგონეს და შემდეგ დაინახეს, რომ ადგილობრივები მაღაზიის პირდაპირ მდებარე სკვერის მიმართულებით გარბოდნენ.

მისი თქმით, დაპირისპირება ისეთ ადგილას მოხდა, რომ გამვლელებისთვის მათი შემჩვენა ადვილი არ ყოფილიყო. ადგილზე მისულებს სისხლში მცურავი ორი მამაკაცი დახვდათ. მაშინვე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. ერთის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, მეორე კი, რომელსაც დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა სხეულზე მიყენებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„როგორც ამბობენ, საქმის გასარჩევად ყოფილან მოსულები. დაპირისპირება გოგონას გამო დაწყებულა. ზუსტად არავინ არაფერი იცის. არც ყვირილი ყოფილა და არც ჩხუბის ხმა, რომ ყურადღება მიგვექცია. სავარაუდოდ, გარდაცვლილმა მეგობარი მოიყოლა და საქმეს არჩევდნენ. როგორც ვარაუდი არსებობს, მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეს ორი სცემდა, მან კი დანის გამოყენებით, ორივე დაჩეხა და ადგილიდან მიიმალა.

„ყურადღება მხოლოდ ავტომობილის სწრაფად წასვლის შემდეგ მივაქციეთ. მერე ვიღაც გარბოდა – მგონი ხალხია დაჭრილიო. გავიქეცით და ორივე ბიჭი სისხლში ცურავდა. ერთს პულსაცია ჰქონდა და ცოცხალი იყო, მეორე კი იქვე გარადაცვლილა. არ ვიცი ორივეს ასე დაჩეხვა როგორ შეეძლო. საშინელი სანახავი იყო”,- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.მ.-ს მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, საღამოს საათებში, ნაცნობებთან – 1993 წელს დაბადებულ ა.ს.-სა და 1993 წელს დაბადებულ რ.უ.-სთან ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის დროს ა.მ.-მ ორივე მათგანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად რ.უ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი