“კალანდია სარალიძეს აკავებდა, რა დროსაც მას დანას ურტყამდნენ – ეს თანამონაწილეობა არაა?”

კალანდია

“როდესაც ორი პირი დავით სარალიძეს დანას ურტყამს, ხოლო მიხეილ კალანდიას ის ხელით ყავს გაკავებული, მაინტერესებს თქვენი შეფასება, არის თუ არა ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა?”-ასე მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ გამომძიებელს და პროკურორს.

„გ.მ-ს ჩვენებიდან გვაქვს, რომ კალანდია ცდილობდა მსუქანი ბიჭი დაემორჩილებინა. თქვენი ვერსიით, გ.ბ და გ.ჯ სარალიძეს მრავლობით სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ. ასევე სხვადასხვა მოწმეებით, ა.დ. გ.ჯ 2, ლ.ბ, ასევე თ. ნ, და დ.ღ, ყველა ამბობს, რომ ჩხუბში კალანდია მონაწილეობდა და ის ურტყამდა. არ იციან რას ურტყამდა, ხელში რა ეჭირა. თ.ნ ამბობს, რომ სარალიძე ეჩხუბებოდა გ.ჯ-ს და მ.კ-ს .

თავისივე ჩვენებით, რომელიც კალანდიას სამჯერ აქვს მიცემული და შემდეგ სასამართლოში ორჯერ, მრავლობით ჭრილობებს აყენებენ გ.ბ და გ.ჯ დავით სარალიძეს და ამ დროს ერთი ხელით უჭირავს სარალიძე კალანდიას და მეორე ხელით ურტყავს.

არსებობს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, გვყავს ორგანიზატორი, გვყავს წამქეზებელი, გვყავს დამხმარე და აღმასრულებელი, გვაქვს განზრახვა. ეს პირი ხედავს როგორ ურტყამს ერთი დანას, მეორე დანას, ამ დროს უჭირავს ხელში და ურტყამს მუშტს. ეს თანამონაწილეობა არ არის მკვლელობაში?“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუა მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე ბრწყინავდა - პირველი ლედის ფოტოები პარიზიდან
"აუტანელია მდაბიო მდიდრები" - მამა პეტრე სვეტიცხოვლის "დახურვაზე"
"ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი ჩვენი მემატიანეა!"- ქეთი დოლიძე 9 აპრილზე მეჩითოვის განცხადებას ეთანხმება
ფოტოები ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწილიდან
დაწერე კომენტარი