უნამუსო ხარ… დამშვიდით ბატონო ნიკა, მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას – ხმაური პარლამენტში

ხმაური პარლამენტში – სიტყვიერი დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც შს მინისტრს გიორგი გახარიას “უნამუსო” უწოდა. მელიას განცხადებით მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პოლიციის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა ოპოზიცია, თუმცა ამას თავად ის აკეთებს. ნიკა მელიამ გახარიას ია კერზაიას საქმე შეახსენა და განმარტებები მოსთხოვა.

„თუ ვინმე დისკრედიტაციას უწყობს ხელს პოლიციის დისკრედიტაციას ბრძანდებით თქვენ ბატონო გახარია. ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ უწყობთ ხელს, უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან და ეს ყველაფერი დადასტურდა ზუგდიდშიც კი და მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი ხვიჩა ცხაკაიას საკმარისი, რომელიც თქვენ ასე ვთქვათ თავი გამოისულელეთ და თქვით, რომ არ გსმენიათ. არა და პირადად იცნობთ ამ ადამიანს. თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი რომელიც „რემენას“ აეროპორტში ხვდება. იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ლავაზ ოღლის ათავისუფლებს. იმ გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი ხართ, რომლის რიგებში გახლავთ ბატონი კალაძე. თქვენი მეორე ლიდერი, რომელთანაც ურთიერთობა არ გაქვთ თბილი, მაგრამ ეგ თქვენი პრობლემაა.  რომელიც ამაყობს 8 სული ქურდით და ამ ყველაფერის გათვალისწინებით როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას. უნამუსოა ის ადამიანი, ვინც ხელებს იბანს ია კერზაიას მკვლელობაზე,“-განაცხადა ნიკა მელიამ.  

ნიკა მელიას  გამოსვლას პარლამეტში ხმაური მოჰყვა. უმრავლესობის წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა მელია პროვოკაციაში დაადანაშაულა.

„ბატონო ნიკა მერამდენედ აწყობთ პროვოკაციას. დამშვიდდით ბატონო ნიკა,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში მთავრობის საათს ფორმატში გიორგი გახარიას უსმენენ. 

დაწერე კომენტარი