დამსაქმებელმა გაცილებით მეტი უნდა იზრუნოს – ვოლსკი ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე

ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, ეხმაურებიან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აუცილებელია, პირველ ეტაპზე დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი  მიზეზი, რის შემდეგაც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვაზე მუშაობა უნდა დაიწყოს.

„ის მუშა პროცესი, რომელიც დაწყებული აქვთ შესაბამის სტრუქტურებს, როგორც სამინისტროს, ასევე კომიტეტებს სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს, რათა კონკრეტული ღონისძიებები გატარდეს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის კუთხით,“- აცხადებს ეკა ბესელია.

დამსაქმებლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გიორგი ვოლსკი. ვოლსკის განცხადებით, ინსპექტირების ძლიერი სისტემის დანერგვის შემთხვევაშიც მთავარია, დასაქმებულების სიცოცხლე დამსაქმებელმა დაიცვას.

„ამდენი ხალხის დაღუპვა არ არის ერთი და ორი ადამიანის, ან თუნდაც იმ დასახლების პრობლემა, ეს მთლიანად საქართველოს პრობლემაა და საგანგებო განხილვას საჭიროებს. მაგრამ, რამდენიც არ უნდა განიხილო, როგორი ძლიერი ინსპექტირების სისტემაც არ უნდა ჩამოაყალიბო, დამსაქმებელმა გაცილებით მეტი უნდა იზრუნოს, ალბათ, თუმცა პროფესიონალის დასკვნა არის საჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

loading…

პოპულარული

34 წლის ოზურგეთელი პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა, დღეს გარდაიცვალა
გახარიას უწყებამ ოპოზიციის ლიდერებს ქალ-ზონდერები გამოუგზავნა - პროვოკაციის მცდელობა დავით კირკიტაძის სახლთან (ვიდეო)
ლელა წურწუმიას და სოფო ნიჟარაძის შეუდარებელი შესრულება - "მხოლოდ ქართული" (ვიდეო)
"იმ სახელმწიფოს დედა ვატირე გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ მოაწყობს, გადატრიალდნენ საკუთარ სახლებში" - კახი კალაძე ოპოზიციას
დაწერე კომენტარი