“დამირეკა ნიკოლოზის მამამ – კაცი მეუბნება, რომ შეწყვიტონ ჩარიცხვა…”

ლუი

ჟურნალისტი თათია ზუხბაია ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.

ამასთან, როგორც თათია წერს, ნიკოლოზის მამა საზოგადოებას ბავშვის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვის შეწყვეტას სთხოვს.

“რამდენიმე წუთის წინ, საავადმყოფოდან დამირეკა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის მამამ. გიდასტურებთ, რომ ბავშვი არის უკიდურესად მძიმე სიტუაციაში, მიიღო ინსულტი და თავის ქალა აქვს ახდილი.

თუმცა ამ ეტაპზე მისი მკურნალობა სხვა დამატებით სახსრების მოძიებას არ უკავშირდება!

ჰოდა მირეკავს ეს პატიოსანი კაცი და მეუბნება, რომ შეწყვიტონ ჩარიცხვა, მის (!) და მით უფრო ბავშვის სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებზე! და ეს თანხა სხვა ადამიანს მოახმარონ, იმას ვისაც ეს ახლა მათზე მეტად სჭირდება..

ამ ძალიან მძიმე ფონზე რომ ამ დეტალზე გეფიქრება ეს სხვა ღირსება სხვა მორალია!!

ასეთი მამის შვილები, ალბათ ასეთივე შვილებს გაზრდიან, არ შეიძლება! არ უნდა გაწყდეს ეს ძვირფასი ჯაჭვი!

ჰოდა მიდი რა ნიკოლოზ!  მიდი გამოჯამრთელდი!” – წერს თათია ზუხბაია.

loading...

პოპულარული

"როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე მივვარდე ეზუგბაიას, ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი გავუკეთო" - ნინა სუბლატი
ქართული ოცნების დეპუტატი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა, მოსახლეობას ხვდებოდა და ტაძარშიც ეზიარა - რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს
ვინ შესწირა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდს 1 მილიონი ?!
COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზე WHO და CDC გაიდლაინების მიხედვით
დაწერე კომენტარი