“დამეწყო ყელის შეშუპება… ვიგრძენი როგორ გაცივდა ორგანიზმი თმის ძირებიდან ტერფამდე” – საფრთხე რომელიც გემუქრებათ ბუნებაში სეირნობის დროს

მოქალაქე ირაკლი გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

1 თვის წინ კახეთში მიკბინა კრაზანამ, ბავშვობაშიც უკბენიათქო ვუთხარი პაუს და გავაგრძელეთ აუზზე ლაღლაღი. 1 საათში დამეწყო ალერგია, თავიდან კოღოს ნაკბენებივით გაყრის, მერე იწყება შეშუპება და მთელი სახე გისივდება. არ მიყვარს ზედმეტი პანიკა და შევეცადე გამეტარებინა,გაივლისთქო. ჩემმა ცოლღმერთმა მაინც გამოიძახა სასწრაფო, დამარჭეს დექსამეტზონი და სუპრასტინი , უნდა გადაგიყვანოთო გადასხმებზეო მარა არ გავყევი. ცოტა ხანში მიმეძინასავით და დამეწყო ყელის შეშუპებაც. აბაზანაში შევედი წყალს შევისხამთქო და ძლისვს მოვასწარი დაძახება – ავყირავდი. აყირავებამდე ვიგრძენი როგორ გაცივდა ორგანიზმი თმის ძირებიდან ტერფმდე. მეორე დღეს უკვე კარგად ვიყავი, ახლა მომინდა გაზიარება რომ 
ერიდოთ კრაზანებს და იყოთ ყურადღებით 

Image may contain: nature

პოპულარული

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი