ბერას თბილისის საკონცერტო დარბაზი მიაქვს – პროკურატურა მიხეილ გიორგაძის დაკითხვას აპირებს

ბერა და ბიძინა

თბილისის საკონცერტო დარბაზი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის შვილის – ბერას მფლობელობაში გადავიდეს. ამის შესახებ უკვე ღიად მიანიშნებენ „ინთერნეიშენალ ივენთში“ – კომპანიაში, რომელიც დღემდე მართავს ფილარმონიას. 
პარალელრუად კი, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება კულტურის ექს-მინისტრის  ყოფილი კომპანიის ირგვლივ, რომლის ფარგლებშიც გამოძიება აპირებს დაკითხვაზე გამოიძახოს როგორც მიხეილ გიორგაძე, ისე ბატიაშვილის უწყების მაღალჩინოსანი კახა კანდელაკი და თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორები. 
„ინთერნეიშენალ ივენთსს“ თბილისის საკონცერტო დარბაზი 49 წლის გადეცა, თუმცა, კომპანიამ აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა და დიდძალი დავალიანებაც დააგროვა ბიუჯეტის მიმართ.
მეტიც, პროკურატურაში ფიქრობენ რომ ადგილი აქვს როგორც გადასახადების დამავლას, ისე კორუფციასა და დოკუმენტების გაყალბებას, რასაც კატეგორიულად უარყოფს ფილარმონიის ერთერთი დირექტორი კერესელიძე. ხოლო კახა კანდელაკი აცხადებს რომ „არაფერ შუაშია“.
შეკვეთილიდან ფილარმონიამდე
გახსოვთ ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, შეკვეთილში, თავისი სახლის სიახლოვეს რომ Black Sea Arena ააშენა, დიდი ზარ-ზემით აჩუქა სახელმწიფოს. 
ამ საკონცერტო დარბაზის შენახვა, რომელსაც პროფესიონალების თქმით, საშინელი აკუსტიკა აქვს,  თითოეულ ჩვენგანს მილიონები უჯდება. მაგალითად:  Black Sea Arena-მ, 2017 წელი 6.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. 

თუმცა, ახლა ირკვევა რომ „უფლისწული ბერა“ ცდილობს ხელში ჩაიგდოს თბილისის საკონცერტო დარბაზი, იგივე ფილარმონია, რომელსაც „ინთერნეიშენალ ივენთსი“ ფლობს.
ფილარმონიაში არსებული კორუფცია, გაუმჭვირვალე ფინანსური პროცესები და მიხეილ გიორგაძის არალეგალური ჩართულობა კი, შესაძლოა, მალე საყოველთაო განხივლის საგანი გახდეს. 
როგორც ჩანს, ივანიშვილების ოჯახი პროკურატურის დახმარებით ჯერ მიხეილ გიორგაძის კლანის გაშავებასა და ექს-მინისტრის კორუფციაში დადანაშაულებას აპირებს და შემდეგ დაიწყებს მორიგი ქონების მიტაცების ოპერაციას – ამჯერად ბატონი ბერას ამბიციების დასაკმაყოფილებლად. 

presa.ge

პოპულარული

პოლიციის თანამშრომელი სისტემას ამხელს - ვინ არის "ოცნების" მაღალჩინოსანი, რომლის ძმის დაკავებასაც პატრული ცდილობდა და როგორ აიძულეს სამართალმცველები, რომ იგი გაეშვათ (ვიდეო)
"ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლამდეც ახერხებდა მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას - კობახიძე კონგრესმენებზე
სკოლის საპირფარეშოდან ხორავას ბნელ ფარდულამდე - რა ჩვენება მისცა მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, მირზა სუბელიანის შვილმა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აუცილებლად მიიჩნევს
"ვინც NDI-ის ესხმის თავს, საკუთარი სისუსტეების, დაუცველობისა და კომპლექსების დაფარვას ცდილობს" - ლორა თონტონი
ჩინეთი მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის- უმძიმესი კადრები შემთხვევის ადგილიდან
პატრიარქი კლინიკაში გადაიყვანეს
ძლიერი თოვა, ქარი და ზვავსაშიშროება - საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება
კალანდია სარალიძეს: მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!
დაწერე კომენტარი