დაკავებულებმა ბრალის წარდგენის ფურცელს “სლავა უკრაინა” დააწერეს და დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს- ადვოკატი

სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ადვოკატები ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ უკრაინის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ, დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე კი მათ უცნობი პირები უთვალთვალებდნენ, რომლებიც სავარაუდოდ სამართალდამცავ უწყებას წარმოადგენდნენ.

ადვოკატ გიორგი როსტომაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად, ბრალის წარდგენის ოფიციალურ ფურცელს “სლავა უკრაინა” დააწერეს და დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. მისივე თქმით, ბრალდებულებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება სჭირდებოდეს მათი დაკავება.

პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქის, დაკავებული ლუკა ჩხეტიასოჯახის წევრებიც, რომლებიც დაკავების მიზეზზე ვერ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

პოპულარული

"ყ..ზე დაიკიდე," - ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე უწმაწურად საუბრობს (ვიდეო)
„6 თვე საქართველოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ვერ გაუძლო შენმა პატარა გულმა“ - ვინ არის იტალიაში გარდაცვლილი 36 წლის ქართველი ქალი
თეა დარჩიას და აჩიკო სოლოღაშვილის ცეკვა, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)
"ხვალ, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
დაწერე კომენტარი