იტალიაში დაიჭირეს 19 წლის ქართველი, რომელიც 3 ქალაქში მაღაზიებს ძარცვავდა

იტალიის პოლიცია

18 მარტს იტალიაში 19 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც ლომბარდიის ქალაქ მანტუაში ტექნიკის მაღაზია Mediaworld-დან თანამზრახველთან ერთად რამდენიმე ლეპტოპის მოპარვა სცადა. ის სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ ლეპტოპი ქურთუკის ქვეშ დამალა, მისმა თანამზრახველმა მიმალვა შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

პოლიციაში გადაყვანისას გაირკვა რომ მას მსგავსი დანაშაულები ადრეც ქონდა ჩადენილი, მან Mediaworld-ის მაღაზიები გასული წლის მარტში ფიუმიჩინოში, დეკემბერში კი ფლორენციაში გაქურდა.

19 წლის ახალგაზრდა დაკავებულია, მისი სასამართლო 2 აპრილს გაიმართება, 1800 ევროს ღირებულებ უს ლეპტოპი რომლის მოპარვაც მას ბრალად ედება, ამოღებულია და მაღაზიის მენეჰერს დაუბრუნდა. ჯერჯერობით სამართალდამცავებს ინფორმაცია არ აქვთ მეორე თანამზრახველისა და 1500-ევროიანი ლეპტოპის შესახებ, რომელიც მან მოიპარა

პოპულარული

შოკისმომგვრელი ფაქტი - 13 წლის დები ძმისგან დაორსულდნენ, დედამ იცოდა და ბიჭს ხელს აფარებდა
გინესის რეკორდსმენი, ყველა დროის ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი ჟიზელი 39 წლის გახდა(ფოტოები)
"გაოგნებული ვუყურებდი, როგორ რისკავდი იმიჯით, შვილებით, ცოლით, სიცოცხლით...თავს საშინლად ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქედან დამარცხებული გახვედი და არა ეროსივით მკვდარი" - მაიკო ლომიძე
"ქიბარ ხალვაში "რუსთავი2-ში" იყო შემთხვევით და ფორმალურად" - ბიძინა ივანიშვილის აღიარება (ვიდეო)
დაწერე კომენტარი