თვითმფრინავის კატასტროფისას დაიღუპა მარტოხელა დედა, რომელიც სხვისი შვილების გადარჩენას ცდილობდა

შერემეტევოს აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპულ 41 ადამიანს შორის აღმოჩნდა მარტოხელა დედა, ალბინა პილიპჩუკი, რომელმაც სიცოცხლე სასწორზე სხვისი შვილების გადასარჩენად შეაგდო. მის შესახებ რუსული მედია წერს.

თვითმფრინავში ალბინა მე-9 რიგში იჯდა, როდესაც ცეცხლში გახვეული „სუპერჯეტი“ მიწაზე დაეშვა, პანიკაში მყოფი მგზავრები წინა მხარეს გაიქცნენ, ის კი სხვაგვარად მოიქცა. 

დედის გულმა იქით გაუწია, სადაც სხვისი შვილების ყვირილი ესმოდა. მას კარგად ესმოდა, რომ ბავშვებს დახმარება სჭირდებოდათ. სწორედ იქ აღმოაჩინეს მოგვიანებით მისი ცხედარი.

მურმასკში ალბინას 10 წლის ვაჟი დარჩა, რომელსაც მარტო ზრდიდა.

თვითმფრინავის მგზავრებიდან გადარჩნენ ისინი, რომლებსაც ადგილები მე-11 რიგამდე ჰქონდათ.

პოპულარული

ქალწულის პერიოდი იწყება - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში
რა ხდება კურიერის "ნიუსრუმში" - დავით ქაშიაშვილი ვიდეოს ავრცელებს
„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი