“დაიბადე, ითმინე მოკვდი,ყველა მაშინ იწყებს შენზე ზრუნვას, როცა ძალიან გვიანია” – რას წერდა 32 წლის ქალი, რომელიც ქმარმა დანით დაჩეხა

გოგო

32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი თურქეთის ქალაქ სტამბულში, ჩაკეტილ სახლში იპოვეს.

მას სახესა და სხეულის სხვა ადგილებში დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიღებული.

გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალი სიცოცხლეს საკუთარმა მეუღლემ გამოსალმა. მას სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

სოციალურ ქსელში თამთა ჯანჯღავა ხშირად წერდა და აზიარებდა ფრაზებს, რომელიც შესაძლოა მეუღლის მხრიდან ძალადობას უკავშირდებოდეს.

„დაიბადე, ითმინე, ითმინე, ითმინე, ითმინე და მოკვდი“.

„ყველა მაშინ იწყებს შენზე ზრუნვას, როცა ძალიან გვიანია“.

ამ და მსგავს ფრაზებს ვკითხლობთ თამთა ჯანჯღავას სოცქსელში.

გარდაცვლილის მეუღლე ზუგდიდელი, ირაკლი შურღაიაა.

ოჯახის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად იყო და შვილების გამო ქალი ყველაფერს იტანდა.


„ბოლო სამი წელია თურქეთში ცხოვრობს.იქ მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. საქართველოში დაშორდნენ, ქმარმა იმდენი ქნა მაინც შეურიგდა და მასთან იყო. პარასკევს საღამოს ველაპარაკეთ, მერე კონტაქტზე არ გამოვიდა. იქ მცხოვრებ ქართველებს დავურეკეთ. პოლიციამ კარები შეამტვრია ბინის და ჩემი დის ცხედარი ძირს ეგდო, დანით ქონია დაზიანებები მიღენებული სახის არეში,”- განაცხადა მოკლული თამთა ჯანჯღავას დამ.


ქმარი ირაკლი შურღაია ჯერჯერობით დაკავებული არ არის. გარდაცვლილს ორი შვილი და მამა დარჩა ძველ სენაკში.

თამთა ჯანჯღავას ოჯახი ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება საქართველოში.


დაწერე კომენტარი