,,დათო სვანი,, უკრაინაში მორიგ ჯერზე დააკავეს

დავით გერლიანი

უკრაინული მედია ქვეყნის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, კანონიერი ქურდი დავით გერლიანი იგივე ,,დათო სვანი,, უკრაინაში მორიგ ჯერზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დავით გერლიანი ოდესაში არალეგალურად იყო ჩასული, რათა იქაური კრიმინალური სამყარო გაეკონტროლებინა, თუმცა როგორც კი იგრძნო რომ მის კვალს სამართალდამცავები დაადგნენ, ოდესა დატოვა და დნეპრში გადავიდა სადაც უკრაინის უშიშროებამ აიყვანა. 

დაწერე კომენტარი