დათო ევგენიძე: “მგონი მიდის სარეკლამო კამპანია “ევროპაბეთის” მხრიდან: ანტირეკლამით ისევ რეკლამას იკეთებს”

დათო ევგენიძე

კომპოზიტორი დათო ევგენიძე “ევროპაბეთის” სოციალური კამპანიას, “პასუხისმგებლიანი თამაში” ანტირეკლამით რეკლამის გაკეთებას უწოდებს.

“რაც შეეხება თამაშს, ეს წარმოუდგენლად დამღუპველი პროცესია ადამიანის ფსიქიკისთვის. ჩემი ახლობლების, მეგობრების შვილების ტრაგედიები ვიცი, ეს მოურჩენელი სენია. ამ შემთხვევაში, მგონი მიდის სარეკლამო კამპანია “ევროპაბეთის” მხრიდან. გასაგებია, რომ შეზღუდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ანტირეკლამით ისევე რეკლამას იკეთებს “ევროპაბეთი”. ცოტა არ მომწონს და არ მინდა ამ კამპანიაში მონაწილეობა და ამ თემაზე კომენტარის გაკეტება”, აცხადებს დათო ევგენიძე.  

“ევროპაბეთმა” ახალი სოციალური კამპანია – “პასუხისმგებლიანი თამაში” დაიწყო. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.

დაწერე კომენტარი